შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე

დღეს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ორგანიზებით, თარიღთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. დარგის სპეციალისტების ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაფიქსირებულია აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 2%-ით მომატებულია. 2023 წელს შიდსის მსოფლიო დღის დევიზია „ლიდერობა თემს“, რაც არის მოწოდება სათემო ორგანიზაციების გააქტიურებისკენ, რადგან მათი აქტიური ჩართულობის გარეშე აივ ეპიდემიის დასრულება შეუძლებელია.