ცე ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის აქცია იუსტიციის სახლში. „სტოპ ცე“ ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს და ვიზიტორებს შემოწმება ჩაუტარდათ.
პროცესს დავით სერგეენკო და თეა წულუკიანი დაესწრნენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები უფასო სკრინინგს რვა აგვისტომდე ჩაუტარებენ.
ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 ათასამდე პაციენტია ჩართული.