სახელმწიფო აუდიტის დასკვნა - ვადაგასული მედიკამენტები

ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პირების სამკურნალოდ გამოყოფილ მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. აუდიტის სამსახურის დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროს გაკრიტიკების მიზეზი ხდება. საუბარია ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პრეპარატებზე, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოს უფასოდ გადასცა.

ოპოზიცია სამინისტროს გაუმართავ მენეჯმენტზე საუბრობს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი მომხდარს ბენეფიციართა მიმართვიანობის მკვეთრად კლებასა და, შესაბამისად, პრეპარატების მოხმარების შემცირებას უკავშირებს.

ცენტრში მედიკამენტების სტრატეგიული მარაგების არსებობის აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ოპოზიციის ნაწილი პროკურატურას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.

 

დატოვე კომენტარი