„ცე“-ჰეპატიტთან ბრძოლის დღე 

„მომავალი ჰეპატიტის გარეშე“, – ამ სლოგანით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

ღონისძიებას ცენტრის წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრი, ამერიკის ელჩი საქართველოში და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ყურადღება საქართველოს სახელმწიფო პროგრამაზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ საქართველოში მოქმედი „ცე“-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში განხორციელებულა. არსებული მონაცემების თანახმად, სკრინინგ-კვლევა 2 მლნ 300 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა, პროგრამაში კი ჩართულია 70 ათასი პაციენტი, საიდანაც 65 ათასზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი კი 99%-ს აღწევს.

დატოვე კომენტარი