გაძვირებული უძრავი ქონება.
ბაზარზე ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით, ბინების რეალიზაციის და გაქირავების ფასები მკვეთრად არის გაზრდილი. გაყიდვების და გაქირავების მაჩვენებლებით ლიდერობენ თბილისი და ბათუმი. მიზეზად ეროვნული ვალუტის გამყარებასთან ერთად სამშენებლო მასალების გაძვირება და მიგრანტების გაზრდილი ნაკადები სახელდება. მოლოდინია, რომ ქირის ფასისგან გასხვავებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების რეალიზაციის ფასები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მოიმატებს.