„კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე ინდოეთში ახალი, უცნობი დაავადება გავრცელდა.
მხოლოდ ერთ კვირაში ქვეყნის სამხრეთ ნაწილის საავადმყოფოებში 500 ადამიანი მოხვდა. უმეტესობა არასრულწლოვანია. ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიდ ნაწილს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნება. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ახალი დაავადების გავრცელების მიზეზის დასადგენად ინდოეთის მთავრობამ ანდჰრა პრადეშის შტატში სამედიცინო ექსპერტებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი გაგზავნა. სპეციალისტებს ინტოქსიკაციაზე აქვთ ეჭვი.