უბედური შემთხვევა თბილისში

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში – ჩიქობავას ქუჩაზე. ე.წ. იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. ჩიქობავას #5 ნომრის მცხოვრებლების თქმით, ქალი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია და სჭირდება რეაბილიტაცია. მათივე ცნობით, თბილისის მერიას რემონტისთვის თანხა გამოყოფილი ჰქონდა, თუმცა მეპატრონესთან შეუთანხმებლობის გამო, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. ნგრევის ზუსტი მიზეზების დადგენას ახლა გამოძიება ცდილობს. ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო.