უბედური შემთხვევა თბილისში

უბედური შემთხვევა თბილისში. თემქაზე მშენებარე კორპუსის მეათე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.