უბედური შემთხვევა ბათუმში

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მას ზღვაში სკუტერი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მეგობრები ზღვაში სკუტერით შევიდნენ. ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.