გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი 20 წლის ქალს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გოგონას, სავარაუდოდ ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაიგონა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.