სამი უცხოელი ტურისტი და ერთი ადგილობრივი დაიღუპა ხლვაჩაურის რაიონში.
წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მდინარე ჭოროხზე ტურისტებს ადგილობრვი მცხოვრები ნავით ასეირნებდა. ნავი ამობრუნდა და მდინარემ 6 ადამიანი გაიტაცა. სამწუხაროდ 4 მათგანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ბოლო ინფორმაციით დაღუპული უცხოელი ტურისტები უკრაინის მოქალაქეები, ერთი ოჯახის წევრები არიან.
მერაბ წულუკიძე არკვევს რა მოხდა მდინარე ჭოროხზე.