უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - ამილახვარის განცხადება

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე.

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მომხდარი ტრაგედიის და ვაკის პარკში მიმდინარე რეაბილიტაციის სტატუსის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია, როდესაც მას ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს. მანამდე ამილახვარმა განაცხადა, რომ ბავშვები მეთვალყურის გარეშე არ უნდა ყოფილიყვნენ და რეკონსტრუქციის ობიექტზე უნდა ყოფილიყო დაცული უსაფრთხოება. მან ასევე შეკითხვა შეუბრუნა ჟურნალისტს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და დაინტერესდა სერიოზულად ეკითხებოდა თუ არა მას მედიის წარმომადგენელი.