ისანში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. იგი პროზექტურაში გადაასვენეს.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ბიჭი ლიფტის შახტაში ჩავარდა. დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახაგაზრდა მშენებლობაზე რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.