ქედაში ავარიის შედეგად გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენეს

15:07, 05.05.2018

ქედაში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ხუთივე პირის ცხედარი ავტომობილიდან სპეციალური ტექნიკის საშუალებით ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარის გამო, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული იყო.

პოლიცია ადგილზე სატვირთო ავტომობილებს არ ატარებდა. მოძრაობის შეფერხების მიზეზი კი ის გახდა, რომ ავარიაში მოყოლილი მსუბუქი ავტომობილი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მანქანიდან ცხედრების გამოსაყვანად, სპეციალური ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო.

ქედაში დღეს ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

მსგავსი