ორი ადამიანი დაიღუპა ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად

ორი ადამიანი დაიღუპა ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსთან ხარაჩო ჩამოიშალა, საიდანაც სამი მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მესამე კი, სხვადასხვა დაზიანებით, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მომხდარის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. იყო თუ არა დაცული ადგილზე უსაფრთხოების ზომები და რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. როგორია პირველადი ინფორმაცია და რა ვერსიებზე საუბრობენ თვითმხილველები, მარიამ ბერძენიშვილი ცდილობს დეტალების გარკვევას – როგორია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დატოვე კომენტარი