უამინდობის გამო, ავიარეისი ტრაბზონში დაჯდა

ძლიერი ქარის გამო, სტამბოლი-ბათუმის რეისი ვერ შესრულდა. თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და ტრაბზონში გაფრინდა. კომპანიას განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მოქალაქეები, რომლებიც იმავე თვითმფრინავით თურქეთში უნდა წასულიყვნენ, ამ დრომდე ბათუმის აეროპორტში იმყოფებიან. როგორც ამბობენ, კომპანია მოქალაქეებს რეისის გადაცვლას სთავაზობს.