თბილისში ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიებაზე საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა ამირან გამყრელიძემ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებითმ, საქართველოში ჩატარებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა უკვე გამოიღო შედეგი. გამყრელიძის განცხადებით, ხელმეორედ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის მიმართულებით ფიქსირდება კლების დინამიკა. სისხლში ტყვიის მოხვედრის მთავარ წყაროებად სუნელები და სათამოშოები სახელდება, ერთ-ერთ წყაროდ კი განიხილება საღებავები.