„რეალ-პოლიტიკა 21-ე საუკუნეში და მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე“ – თბილისში ამ სახელწოდებით საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა დემოკრატიისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე, საერთაშორისო სამართლის საკითხებსა და საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზე. შეხვედრაში მონაწილეობა სფეროს წამყვანმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა მიიღეს.
კონფერენცია განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით პროექტის „რეალპოლიტიკა 21-ე საუკუნეში და ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლების სისტემა“ ფარგლებში [გრანტის ნომერი CG-24-3248]“.