„სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა“ - სამეცნიერო კონფერენცია

„სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები“ – ასეთია სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის თემა, რომელსაც სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს. კონფერენცია ეთნოგრაფ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

ციალა ჩართოლანი 30 წლის განმავლობაში იყო მუზეუმის დირექტორი. დღევანდელ კონფერენციაზე ასევე განიხილავენ სვანეთის კულტურას, ეთნოგრაფიას, ისტორიასა და არქეოლოგიას.