გაზრდილია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთა ორგანიზმში ექიმები ტყვიის მაღალ შემცველობას ეჭვობენ.
საკვლევ პროგრამაში უკვე 7 000-მდე მცირეწლოვანია ჩართული. თუ სხვადასხვა კვლევის და სინჯის ჩატარების შემდეგ, მედიკოსების ეჭვი დადასტურდება, მაშინ უკვე მკურნალობის სტრატეგია გაიწერება და ინდივიდუალურად ოჯახების დონეზე დასადგენი იქნება, რა ფაქტორები განაპირობებს ტყვიის ნორმაზე მაღალ კონცენტრაციას, რომელმაც შესაძლოა სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს. სპეციალური პროგრამა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ორი წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ საგანგაშო შედეგები აჩვენა. ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მცხოვრები ბავშვების არცთუ მცირე ნაწილში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას 10-ჯერ აჭარბებს.