შემთხვევა სოფელ არხილოსკალოში

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში – სოფელ არხილოსკალოში სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სკვერში ვეფხვისა და მოყმის მემორიალის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა და იქ მყოფ მცირეწლოვანს დაეცა. კლინიკაში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.