მალე ეკრანებზე ახალი ქართული მხატვრული ფილმი გამოვა. რეჟისორი ხათუნა ვაშაძე სადებიუტო ნამუშევარზე მუშაობს.
„ტყვია“ – ასე ერქმევა დრამას, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებზე, ტრაგიკული მოვლენების დროს პიროვნული თვისებების ჩვენებაზე და ძალაუფლების თემაზეა.
ახალ ქართულ ფილმზე მუშაობა პროექტის, „ქართული კინო საზღვრებს გარეთ“, ფარგლებში ხორციელდება. პროექტი დამწყები ხელოვანების მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა შექმნეს. ფილმის პრემიერა შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.