ტყიბულში ორი მუშა დაიღუპა, – ამის შესახებ პირველ არხს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ განუცხადა. წინასწარი ცნობით, გარდაცვალება სავარაუდოდ, ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში მოხდა. ადგილობრივები მადნეულს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.
შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია პროფკავშირების გაერთიანებას სხვა შახტში მომუშავე პირებმა მიაწოდეს. გაერთიანების წარმომადგენლები უკვე გზაში არიან და დამატებით დეტალებს უკვე ადგილზე გაეცნობიან.