ტყიბულის შახტების ახალი მფლობელი ვალდებულებების შესრულებას დღეიდან იწყებს
ტყიბულის შახტების ახალმა მფლობელმა „სტილი ინტერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანიამ“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დღეიდან უნდა დაიწყოს. რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა, ახალმა ინვესტორმა პირობა დადო, რომ მეშახტეებს დღემდე გაუცემელ სექტემბრის ხელფასს სწორედ დღეს ჩაურიცხავდნენ. რაც შეეხება შახტებს, რომლებიც შარშან ზაფხულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაურკვეველი ვადით შეჩერებულია, ახალი მფლობელი პირობას დებს, რომ ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები ნოემბრიდან განახლდება.