ინტერვიუ ნათია თურნავასთან

რატომ დატოვეს ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა და მრჩეველმა – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ნათია თურნავამ ისაუბრა. „შეიძლება, მქონდეს ჩემი მოსაზრებები და მოტივაციის გაგება ასევე მიჭირს, მაგრამ არ შევალ პოლიტიკური საფუძვლების სპეკულაციაში“, – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, თუ რით ხელმძღვანელობდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრი და ერთი მრჩეველი, როდესაც მათ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადეს. ნათია თურნავას შეფასებით, არსებობს გარკვეული წითელი ხაზები. მისი თქმით, მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ხელს შეუშლის ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას.

„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 23 სექტემბერი, 2023 #LIVE