შეხვედრა საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს და ასოციაციის წევრი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. საბანკო ასოციაციასთან შეხვედრამდე ნათია თურნავა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებსაც ესაუბრა.