ნათია თურნავას შეხვედრა საქართველოში გერმანიის ელჩთან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გერმანიის ელჩს შეხვდა.

საუბარი შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს და სანქციათა შესრულების წესში შეტანილ ცვლილებას. ნათია თურნავას განცხადებით, სებ-მა ცვლილება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით შეიმუშავა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.