ალვანი თუშური გუდის ყველის ფესტივალს მასპინძლობს. ითაბანის აგროტურისტულ მეურნეობაში მოწყობილია თუშური გუდის გამოფენა. ფესტივალის ფარგლებში იმართება ფერმერის ბაზრობა, მიმდინარეობს თუშური სამზარეულოს მასტერკლასები. დღესვე გაიმართება თუშური გუდის ყველის კონკურსი და საუკეთესო ყველის მწარმოებლები დაჯილდოვდებიან. ღონისძიების მიზანი თუშური ნაწარმის პოპულარიზაციაა.