14 წელი აგვისტოს ომიდან

კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი სოფელ ალვანში ყვავილებით შეამკეს. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში შეკრებილებმა გაიხსენეს აგვისტოს ომი და ქართველი მეომრები, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად სიცოცხლე გაწირეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა, რომლებმაც ის წამებით მოკლეს.