გუდის ყველის დამზადების ტრადიცია თუშეთში

ტურისტულ სეზონთან ერთად მალე მიმოსვლა შეწყდება მეცხვარეობით განთქმულ საქართველოს მხარეში, იქ სადაც საუკეთესო გუდის ყველი მზადდება.

თუშეთში გუდის ტრადიციული ტექნოლოგიური პროცესი ძირითადად შენარჩუნებულია, კარგი ყველის გაკეთება ცხვრის მოწველიდან იწყება. ციცაბო მთებიდან ბარში ცხვრის ჩამორეკის ხელოვნება დიდი ხანია აქაური კულტურისა და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, ოჯახები კი თუშური ყველის რეცეპტს თაობიდან თაობას გადასცემენ.

რა ხელშეწყობა სჭირდება მეცხვარეობის განვითარებას და როგორ ამზადებენ თუშები განთქმულ გუდის ყველს, – ნახეთ სალომე ელისაბედაშვილის რეპორტაჟი.