თუშეთში ავარიის დროს დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ფშაველი-ომალოს გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი ამ დრომდე თელავის საავადმყოფოში რჩება. კლინიკაში ის თავის ტვინის შერყევის დიაგნოზითა და მრავლობითი მოტეხილობებით გუშინ შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

თუშეთიდან მომავალმა მანქანამ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მომხდარისას, მანქანაში მყოფი 35 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს გამოძიება სწავლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო. 56-ე კილომეტრზე ავტომობილების გადაადგილება, თავისუფალია.