თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა

15:31, 10.06.2023

თუშეთში ტურისტული სეზონი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. თუშური კულტურის დღეს ალავერდთან მდებარე „ბადაგონის სახლმა“ უმასპინძლა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თუშურ წეს-ჩვეულებებს, სამზარეულოსა და ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილ ხელნაკეთ ნივთებს გაცნობოდნენ. ღონისძიების მიზანი თუშეთის ტურისტული სეზონის პოპულარიზაციაა.

მსგავსი