თუშეთის ერთადერთი ექიმი

ზაფხულის დასრულებასთან და ქალაქებში აქტიური ცხოვრების დაწყებასთან ერთად, მოსახლეობის უმეტესობა მაღალმთიან სოფლებს ტოვებს. შემოდგომიდან საქართველოს ათეულობით სოფელი არა მხოლოდ ახალგაზრდებისგან იცლება, არამედ ფაქტობრივად უკაცრიელი ხდება. ასეთია ბოჭორნაც, ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული ადგილი. ეს სტატუსი დასახლებას, მშობლიურ სოფელში ცხრა წლის წინ დაბრუნებული ექიმის გამო მიენიჭა.

ნათია ქენქაძე მოგიყვებათ ადამიანზე, რომელიც წლებია საგვარეულო მიწას არ ტოვებს და რთულ კლიმატურ პირობებში თუშეთში დარჩენილებს ეხმარება.