ფესტივალი „მთის დღეები“ - 2023

მუსიკის, კოცონის და საინტერესო ისტორიების ფონზე დასრულდა „მთის დღეები“ შოვში. დღის ბოლოს კოცონთან შეკრებილ სტუმრებს ნიკა წულუკიძემ, გელა დონაძემ და კვარტეტმა უმასპინძლეს. დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი პროგრამა, ადგილობრივი კერძების მასტერკლასები და დეგუსტაცია.

„მთის დღეებს“თუშეთმაც უმასპინძლა. მთის ხალხის ყოველწლიურ ფესტივალზე მისულმა სტუმრებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტორები მთის ხინკლის დამზადების წესებს გაეცნენ, სადაც მასტერშეფში გამარჯვებულმა შეფებმა სტუმრებს ძველი ტრადიციული კერძების ახალი ვარიაციები შესთავაზეს. ტურისტები გაეცნენ მხარის ისტორიასაც, დაათვალიერეს ადგილობრივი მეწარმეების ნაკეთობები და ეთნოგრაფიულ-შემეცნებით კუთხე. ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა შემსრულებლებმა დაიკავეს სცენა. საღამო კოცონთან გალა კონცერტით დასრულდა.