თურქული ლირა გაუფასურდა

სავალუტო კრიზისი მეზობელ ქვეყანაში.

თურქეთის ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ლირა დოლართან რეკორდულად გაუფასურდა. ეს არის პირველი შემთხვევა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.

წელს თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი 13%-ს მიუახლოვდა. ფასების სტაბილურობის მიზნით, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა, თუმცა ვალუტის გაუფასურება ბაზარზე უკვე აისახა.

თურქული ვალუტის მხარდასაჭერად სტამბოლის საფონდო ბირჟამ უცხოური ვალუტის აქტივები ლირაში გადაიყვანა.