საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თურქული კუთხე გაიხსნა.
ადგილზე თურქეთის პრეზიდენტის სახალხო ბიბლიოთეკისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილი წიგნებია თავმოყრილი. წიგნები ფართო სპექტრს მოიცავს, არის როგორც თურქეთის კულტურის, ისტორიის, ისე სხვა თემატიკის გამოცემებიც. მათი ნაწილი თურქულ ენაზეა, ნაწილი კი ინგლისურზე. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და სხვა სტუმრები დაესწრნენ.