თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში 184 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერია. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამოძიება 600-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს, როგორც სამშენებლო კომპანიებისა და კონტრაქტორების, ასევე უძრავი ქონების მფლობელთა მიმართაც. 6 თებერვლის სტიქიამ 16 000-ზე მეტი შენობა დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა, რასაც მხოლოდ თურქეთში 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციური პარტიები კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, რომელმაც სამშენებლო რეგულაციების დაცვა ვერ შეძლო და ახლა პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებს. მათი თქმით, არსებული პოლიტიკა ე.წ. ამნისტიებს ითვალისწინებდა კონტრაქტორების მიმართ, რომლებიც არ იცავდნენ რეგულაციებს მშენებლობის პერიოდში.