სამშენებლო ამნისტია

სამშენებლო კომპანიებისთვის მიცემული ამნისტიის ვადა იწურება.

ივლისის ბოლომდე იმოქმედებს ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უსაფრთხოების სტანდარტების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კონკრეტული დარღვევები საპატიოდ ითვლება და კორპუსებს ექსპლუატაციაში იღებენ. თუმცა, იმ პირობით, რომ კონკრეტული დარღვევები უსაფრთხოებას და მდგრადობას არ უნდა ეხებოდეს. ამნისტია თბილისის მასშტაბით ვრცელდება. 2021 წლის შემდეგ საშეღავათო პირობებით უკვე ასეულობით სამშენებლო კომპანიამ ისარგებლა, თუმცა ამ დრომდე რჩება არაერთი კორპუსი, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ექსპლუატაციაში ჯერ ვერ იღებენ.

შალვა სუმბაძე არკვევდა, როგორ აპირებს დეველოპერული სექტორი დარჩენილი ორთვიანი ვადის გამოყენებას.