საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქეთში

საქართველოს პრემიერი დღეს თურქეთში მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონს მოინახულებს. ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში აგრძელებენ მუშაობას ქართველი მაშველებიც. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს პირადად მიუსამძიმრა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ომი და გაუარესებული რეგიონული უსაფრთხოება. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ორი ქვეყნის თანამონაწილეობით დაგეგმილი მასშტაბური პროექტებიც. დისკუსიის შემდეგ საქართველოს პრემიერს სამუშაო სადილზე უმასპინძლა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.