თურქეთში, ნანგრევებში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. საქართველოს მოქალაქეს ქალაქ გაზიანტეპში მიაკვლიეს. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი. ამ წუთებში, ქალაქ ადიამანში მიემგზავრება თურქეთში საქართველოს ელჩი და ასევე საელჩოს წარმომადგენლები. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შეხვდებიან, ასევე მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. შეხვდებიან ქართველ მაშველებსაც. გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სტიქიის ზონის დატოვება სურს, საელჩო მათ დახმარებას გააგრძელებს და შესაბამისი ტრანსპორტი უზრუნველყოფს.