თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41 ათასს აჭარბებს. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 35 418 ადამიანი, სირიაში კი მსხვერპლის რიცხვი 5 814-ია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიით დაზარალებულ თურქეთში 19 თებერვალს ჩასვლას გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ჯერ ინჯირლიკის ავიაბაზას, შემდეგ კი ანკარას ეწვევა. სტიქიით დაზარალებული თურქეთისთვის ფინანსური დახმარების მოსაძიებლად, ქვეყნის 8 ტელეარხმა ერთობლივი მარათონი გამართა, რომლის ფარგლებშიც, 6 მილიარდ 100 მილიონი დოლარის ოდენობით თანხის მობილიზება შეძლეს.