თურქეთის საელჩო - თურქეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება
თურქეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება. თურქეთის საელჩომ ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. „ჩვენ მივესალმებით სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა. თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს,“ – წერია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე წარადგინა.