გამოწვევები ეკონომიკაში

თემა, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილსა და თანაგუნდელებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზად იქცა. რამდენად ეფექტიანი იყო მისი პრემიერობის დროს გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა. უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც არ უარყვია, რომ რეფორმებმა და მზარდმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა სიღარიბის შემცირების კუთხით ძირეული გარდატეხა ვერ მოახდინა. ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლა უკვე ახალ პრემიერს მოუწევს, რომელიც მმართველი გუნდიდან, ოპონენტებისგან და ექსპერტებისგან რეკომენდაციებს იღებს. ძირითადი აქცენტი სოციალური ფენების შემოსავლებს შორის უთანასწორობის შემცირებაზე კეთდება.