ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომელიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობას და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.