„გემოფესტი“ მესტიაში

მესტია „გემოფესტს“ მასპინძლობს.

გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ორი დღის განმავლობაში მესტიის ცენტრში სხვადსხვა აქტივობა გაიმართება. ადგილობრივი მზარეულები სტუმრებს სვანური კერძების თანამედროვე ვერსიებს სთავაზობენ. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების და ტურიზმის ხელშეწყობა.