სოფელ ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. პროექტი ითვალისწინებდა საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისა და მომლოცველების რაოდენობის მატების გამო, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას.