ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

დღეს ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. „მოქმედების დროა!“- ასეთია კონფერენციის სლოგანი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და ტუბერკულოზის ცენტრების ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაზე ქვეყანაში დაავადებულთა მაჩვენებლის შესახებ ისაუბრეს და ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უკანასკნელ წლებში დაავადების გავრცელების მაჩვენებელი იკლებს, თუმცა ქვეყნის მაჩვენებელი მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.

წინასწარი მონაცემით, 2018 წელს საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2 681 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2004 ახალი შემთხვევაა.