ბრიფინგი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 29-ით გაიზარდა და 485-ს მიაღწია.  მათი ნაწილი ბოლნისისა და თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, ნაწილი კი – თბილისსა და ქუთაისს.  გარდაიცვალა მე-6 პაციენტი. პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში სულ 12 ათასზე მეტი „პისიარ“ ტესტია ჩატარებული, 5 000-ზე მეტი კი სწრაფი ტესტი. კონკრეტულად ბოლო 29 შემთხვევა კი 822 ადამიანის ტესტირების შედეგია.

კიდევ რა ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მედიას – თამარ ნადარეიშვილი თემის დეტალებით.

პაატა იმნაძის ბრიფინგი #მოამბე სპეციალური გამოშვება