კონფერენცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობის შესახებ კონფერენცია გაიმართა.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უმაღლესი განათლების სფეროში ოც წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში განხორციელებული ერთობლივი პროექტების საშუალებით მოხდა აკადემიური პროგრამების მომზადება და სამეცნიერო საქმიანობის გაზრდა, ასევე, ქართველ სტუდენტებს მიეცათ ნორვეგიაში სწავლისა და პრაქტიკის შესაძლებლობა.

შეხვედრას ქართული და ნორვეგიული სამედიცინო, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.