დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადება

შეზღუდვების შემსუბუქების დაწყება კოვიდ 19-ის დამარცხებას არ ნიშნავს – ასეთია კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ორი თვის თავზე ეპიდემიოლოგების მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის. ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სამი მსხვილი კლასტერი – ბოლნისის, ქობულეთის და ახლა უკვე თეთრიწყაროს. შესაძლო შემთხვევად იყო მიჩნეული და შესაბამისად, ტესტი ჩაუტარდა ჯამში 11 942 ადამიანს. მათ შორის კოვიდ-19 მხოლოდ 496 შემთხვევაში დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პარალელურად სოციალური დისტანცირებისა და პირადი ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ადამიანები კოვიდ-19-ის კლინიკური მახასიათებლებით და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეები – სწორედ ამ ორი კატეგორიით განისაზღვრება კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა და შესაბამისად, ეს კატეგორიები ექვემდებარებიან მიზნობრივ ტესტირებას, რომლის გადახედვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 600-700, დაგეგმილია ამ მონაცემის ჯერ 1 000-მდე, მაისის შუა რიცხვებში კი – 1 500-მდე გაზრდა.